აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება

02 აპრ 2026

თბილისში, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივითა და ორგანიზებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ზოოპარკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ სივრცეში — „ანდიო ლენდში“ ჩატარდა, სადაც მულტიფუნქციური საბავშვო სივრცის „თამაშობანას“ წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს.