საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

02 აპრ 2026

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. რიხარდ რაშიმ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე და აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობაში საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას გამორჩეული ადგილი უჭირავს.

შეხვედრაზე ქართველ და სლოვაკ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირზე, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს. 

მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.