02 აპრ 2026
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. დღეს გაიმართა ორი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რომლის დასრულების შემდეგაც გაკეთდა ორმხრივი განცხადებები. საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
პეტერ პელეგრინის განცხადებით, საქართველომ შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ასევე კულტურულ, უსაფრთხოებისა და ტურიზმის სფეროებში.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მწვავე გლობალური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ხედვა, მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. შესაბამისად, მან სლოვაკი კოლეგა უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.