მძევლების გაცვლის პროცესი

04 ნოე 2025

„ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა - ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

ცხედრების მიღებას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდში დაბრუნებული ცხედრებიდან მხოლოდ 78-ია იდენტიფიცირებული.

ცნობისთვის, ისრაელ -„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყოველი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ ისრაელი 15 პალესტინელის ნეშტს აბრუნებს.