საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია იუბილარია

04 ნოე 2025

აჭარის ტელევიზია დღეს 38 წლის გახდა. პირველი გადაცემა აჭარის ტელევიზიის ეთერით მაყურებელმა 1987 წლის 4 ნოემბერს იხილა. თავდაპირველად არხმა მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო.

1999 წლიდან კი ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.  არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო  დეპარტამენტი იყო, მეთორმეტე წელია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს.