გიორგი გულიაშვილის მორიგი გოლი ლა ლიგა 2-ში

02 აპრ 2026

სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ითამაშა და გოლი გაიტანა, სანტანდერის „რასინგმა“ კი შინ „ხიხონი“ 3:1 დაამარცხა. გულიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 80 წუთი ითამაშა და მე-10 წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ ანგარიში გახსნა.

91-ე და 97-ე წუთებზე კი ასიერ ვილალიბრემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში გულიაშვილის ანგარიშზე უკვე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. 

„რასინგი“ კი 33 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.