02 აპრ 2026
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტამბოლის „გალათასარაი“ დაძაბულ ბრძოლაში 84:83 დაამარცხა. გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ამ გამარჯვებით „ტენერიფემ“ ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდების მეორე შეხვედრა 8 აპრილს, სტამბოლში გაიმართება.