02 აპრ 2026
2026 წლის რიგით მეორე საკრივო შოუს ფარგლებში საქართველოს საჩემპიონო ქამრისთვის და მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა. სუპერსაშუალო წონაში ნოდარ რობაქიძემ ვალერი გოჯიაშვილი დაამარცხა.
კვლავ დაუმარცხებლად რჩება გიორგი გიგნიაშვილი, რომელმაც ტექნიკური ნოკაუტით მოუგო არჩილ ოდიკაძეს.
დაუმარცხებელ უზბეკ ჟასმინ ურინოვას კი თეონა ფიროსმანაშვილმა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით აჯობა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.