შეხვედრა მოხუცთა თავშესაფარში

03 ნოე 2025

სოციალური იზოლაციის შესამცირებლად და თაობათაშორის კავშირის გასაღრმავებლად,  მოხუცთა თაშესაფარში სხვადასხვა შინაარსის აქტივობები გაიმართა. მასში ჩართული იყვნენ მოსწავლეები და ორგანიზაცია „ ანარეკლის „ წარმომადგენლები.

მოხუცები და ბავშვები ერთ პროექტში ინიციატივა „ ანარეკლმა“გააერთიანა. კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ღონისძება ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.