შეფასებები ოპოზიციის გეგმებზე

01 აპრ 2026

ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ზეპარტიული საკითხებია, ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა მიუღებელია.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ რომ ერთი და იგივე სახეები წრეზე ტრიალებენ და ოპოზიცია ცისარტყელას დაემსგავსა ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე.