ხვალ, 4 ნოემბერს ბათუმში 15 078 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - "სოკარი"

03 ნოე 2025

კომპანია "სოკარის" ცნობით, ხვალ, 4 ნოემბრის 23:00 საათიდან 5 ნოემბრის10:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.  კომპანიის ცნობით, გაზი შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

  • პეტრე ბაგრატიონის ქუჩა
  •  გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
  •  აეროპორტის გზატკეცილი
  • ანატოლი კაჭარავას ქუჩა
  • დავით აღმაშენებლის ქუჩა
  •  ფრიდონ ხალვაშის ქუჩა
  •  პარმენ რურუას ქუჩა
  •  ჟიული შარტავას ქუჩა 
  •  ტბელ აბუსერიძის ქუჩა
  •  გიორგი ლეონიძის ქუჩა
  • გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
  • ლადო გუდიაშვილის ქუჩა
  • ხახულის ქუჩა

მათივე განმარტებით,  ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 5 ნოემბრის 10:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.