ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი

03 ნოე 2025

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს ვიდეოხაფანგის საშუალებით, შემთხვევა ბოლნისში დაფიქსირდა. 

ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილას სახეობის 4 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა. 

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.