საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა დაამარცხა

01 აპრ 2026

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის შესარჩევ ჯგუფში მალტას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-2 წუთზე სტუმართა მცველმა მატიას ელულიმ გახსნა, თუმცა მეცხრე წუთიდან საქართველოს ნაკრებმა თამაში საკუთარი სცენარით წარმართა და მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა.

თავი ლუკა წულუკიძემ, გაბრიელ სიგუამ დუბლით და სანდრო ნარიმანიძემ გამოიჩინეს. 

ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში გამართული 7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ჯგუფის ლიდერები კი საბერძნეთი და გერმანია არიან, შესაბამისად, 18 და 15 ქულით.