01 აპრ 2026
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯენარო გატუზოს გუნდმა შესარჩევი პლეი ოფის ფინალი სტუმრად პენალტების სერიაში ბოსნიასთან წააგო.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გოლები იტალიიდან მოიზე კინმა და ბოსნიელთაგან ჰარის ტაბაკოვიჩმა გაიტანეს. დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, პენალტების სერია კი მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. ბოსნია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე კანადასთან, ყატართან და შვეიცარიასთან ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ასევე ჩეხეთის ნაკრებიც, რომელმაც დანიას აჯობა.
მუნდიალის საგზურები მოიპოვეს თურქეთმა და შვედეთმაც, რომლებმაც შესაბამისად, კოსოვოსა და პოლონეთს მოუგეს.