01 აპრ 2026
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ ვარჯიში განაახლა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „31 მარტს „სპორტინგმა“ ვარჯიში მთავარი მწვრთნელის, რუი ბორხესისთვის სასიხარულო ამბებით განაახლა – ჯოვანი კენდასთან ერთად, გუნდს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა“, – წერია კლუბის პერსსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ქოჩორაშვილმა ბოლო შეხვედრა 5 თებერვალს ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიის თასის მეოთხედფინალში, „ავეშთან“ 2:3 წაგებულ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
ამ ტრავმის შემდეგ ქოჩორაშვილი მკურნალობდა და მარტში საქართველოს ნაკრების ორივე თამაში გამოტოვა.