01 აპრ 2026
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა და 127:116 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო.
მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილის „ტორონტო“ 42 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე 7 მატჩი დარჩა.