01 აპრ 2026
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ექვსი ერის ფესტივალში ზედიზედ მესამედ მიიღებს მონაწილეობას და სამ თამაშს გამართავს.
საქართველოს გარდა, მასში მონაწილეობას საფრანგეთის, ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის, უელსის, იტალიისა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში პირველ მატჩს 3 აპრილს მასპინძელ ნაკრებთან გამართავს, 7-ში ინგლისს ეთამაშება, ხოლო 11 აპრილს – შოტლანდიას.