მუსიკალური საღამო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში

31 მარ 2026

“კონცერტების კონცერტი“ _ ამ სახელწოდებით მუსიკალური საღამო გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში.

სასწავლებლის საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილების მოსწავლეებმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს, რომელსაც მამუკა ალაფიშვილი დირიჟორობდა.

პროექტი, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარების  მხარდაჭერაა, ამ ფორმატში წელს მეორედ ტარდება.