35 წელი 31 მარტის რეფერენდუმიდან

31 მარ 2026

35 წელი ისტორიული რეფერენდუმიდან. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ - 99-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“. 

მომხრეთა რიცხვი  3 მლნ 295 ათას 493 იყო.  9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.