31 მარ 2026
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ტრავმირებულთა სიას, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი - დავით ბუკია დაემატა, რომელიც ლატვიის მსგავსად, მალტასთან თამაშსაც გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული - გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.