მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

31 მარ 2026

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომლის ლიდერი კვლავ ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 212 ქულით რეიტინგის სათავეშია და თავის მთავარ კონკურენტს, ფრანგ პატრის ჯინ ფილიპს 26 ქულით ასწრებს.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე, ხუთი წელია, მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.