ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

31 მარ 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის „ტირიაკ ოუფენის“ ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. კვალიფიკაციის ფინალში ქართველმა ავსტრიელი იური როდიონოვი სამ სეტში - 6:4, 0:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში ორი შეხვედრა მოიგო. როდიონოვამდე პოლონელი დანიელ მიხალსკი ნახევარფინალში  6:4, 7:5 დაამარცხა. ბასილაშვილის მეტოქე ძირითადი ბადის პირველ წრეში მოგვიანებით გაირკვევა.

ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 134-ე ადგილზეა.