შერეული ორთაბრძოლები

30 მარ 2026

GFC-ის რიგით ოცდამეჩვიდმეტე ღონისძიება საინტერესო და დაძაბული ბრძოლებით გამორჩეული გამოდგა. გულშემატკივარმა რვა ორთაბრძოლა იხილა. GFC 37-ის მთავარ დაპირისპირებაში დიმიტრი ბოლქვაძემ ბრაზილიელი რობსონ ლიმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა.

ღონისძიებაზე ყველა ქართველმა მონაწილემ, რომელსაც უცხოელი მეტოქე ჰყავდა, გამარჯვება მოიპოვა.

თაზო ჩილინდრიშვილმა აზერბაიჯანელ კამილ გამბაროვს აჯობა, გიორგი ჟვანია სომეხ ალბერტ გრიგორიანზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო მარიამ ნანავამ უზბეკი მიბინახონ მამსიდიკოვა დაამარცხა.

რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებებს, გიგა ხუფაცარიამ - დავით ხვიტიას, გიორგი სორდიამ - გიორგი მაღრაძეს და გურამ თიბილაშვილმა გულად დიასამიძეს მოუგო.