საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაზე

31 ოქტ 2025

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გეგმები-ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც იუნესკო-ს გენერალურ  კონფერენციაზე  სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იმსჯელებს.  ღონისძიებას პირველად ისტორიაში არა საფრანგეთი, არამედ უზბეკეთი, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.  ღონისძიებას ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება.