ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო

30 მარ 2026

ბათუმი-საქართველოს  კულტურის  დედაქალაქი - პროექტის ფარგლებში კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. კონცერტში ანსამბლი „ალილო“,  სოფო ხალვაში, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლები  მონაწილეობდნენ.

ესტრადის მომღერლებმა კომპოზიტორის  სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულეს. საღამოზე შედგა ორი ახალი სიმღერის პრემიერა, მათ შორის ერთ-ერთი კომპოზიცია ბათუმს მიეძღვნა.

პროექტ ბათუმი-საქართველოს კულტურის დედაქალაქის ფარგლებში  კონცერტები კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.