მიხეილ შიოშვილის სადებიუტო ლელო TOP-14-ში

30 მარ 2026

საფრანგეთის სარაგბო ჩამპიონატის მთავარ დივიზიონში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. „ტულონი“ „პერპინიანს“ ესტუმრა და 20:36 დამარცხდა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში მიხეილ შიოშვილმა და ბექა გიგაშვილმა დაიწყეს, გიორგი ჯავახია კი შეცვლაზე შევიდა.

მიხეილ შიოშვილისთვის ეს მატჩი წარმატებული გამოდგა, ვინაიდან მან TOP 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. ქართველმა მორაგბემ თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა.

მასპინძელთა სასტარტო შემდგენლობაში იყო გიორგი თეთრაშვილი, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს.