ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას

29 მარ 2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას. ანდრეი სიბიგას თქმით, 27 მარტს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განაცხადა რომ PURL-ის პროგრამის ფარგლებში, უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთისთვის მიწოდებას არ აპირებს.ამასთან, როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, უკრაინამ PURL-ის პროგრამაში წვლილის შეტანის შესახებ სხვა ქვეყნისგან მიიღო გარანტიები, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. სიბიგამ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ პროგრამა ფუნქციონირებას განაგრძობს.