ირანის პარლამენტის სპიკერი-ირანის ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან

29 მარ 2026

ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო შეტევას გეგმავს. მოჰამედ ბაგერ ყალიბაფის თქმით,  აშშ 15 პუნქტიანი სიით ადგენს თავის სურვილებს და ცდილობს მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია. „ირანის ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა ომის დაწყებიდან 30-ე დღესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მიმართვაში.