ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - აშშ ისრაელის დარტყმების შედეგად ირანში 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

29 მარ 2026

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე ირანში 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1800-ზე მეტი დაშვდა. უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანებულია ქვეყნის სამედიცინო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. ამასთან, ექვსი საავადმყოფო იძულებული გახდა, ევაკუაცია განეხორციელებინა, დაზიანდა სასწრაფო დახმარების 38 მანქანა და დაიღუპა 24 სამედიცინო მუშაკი.