პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ 20 გემ

29 მარ 2026

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს. იშაქ დარი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს. მინისტრი ირანის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.