29 მარ 2026
ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ტირის რეგიონზე მიტანილ იერიშს მოჰყვა. ამასთან, სიენენის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების დროს 3 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან ერთ ერთი იყო ლიბანელი რეპორტიორი, რომელიც „ჰეზბოლას“ საკუთრებაში არსებულ ტელეარხ „ალ მანარში“ მუშაობდა.