გაერთიანებული საეკლესიო კრება იმსჯელებს და წმ. სინოდი დაადგენს საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს - მეუფე დიმიტრი

29 მარ 2026

ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, გაერთიანებული საეკლესიო კრება იმსჯელებს და წმ. სინოდი დაადგენს საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს.
 
"მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი სამოციქულო ეკლესიაა. სამოციქულო ეკლესია ნიშნავს იმას, რომ მისი დამაარსებელი მოციქულია. კალენდარში თუ ხართ დაკვირვებული, ათვლა ჩვენი ეკლესიის წინამძღოლებისა მოციქულებიდან: ანდრია პირველწოდებულიდან, სვიმონ კანანელიდან და მატათადან იწყება, რადგან ისინი იყვნენ პირველი მღვდელმთავრები, წინამძღოლნნი ჩვენი ეკლესიისა.
 
 
არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება [ახალი პატრიარქის] არჩევა. გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და შემდეგ, წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.