სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება

29 მარ 2026

სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება - ეროვნებით ქართველი, ბერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საღვთისმეტყველო განათლებითა და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილებით, ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის სამი მღვდელმთავარი, რომლებსაც სინოდი შეარჩევს.
დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც, არანაკლებ 40-სა და არაუმეტეს 70 წლის. გარდა იმისა, რომ სინოდის ნებისმიერ წევრს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, ის ასევე უფლებამოსილია სინოდს შესთავაზოს წევრი კანდიდატი.
კათოლიკოს-პატრიარქი ის მღვდელმთავარი გახდება, რომელიც პირველ ჯერზე ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, თუკი კენჭისყრის შედეგები სხვაგვარად გადანაწილდა, განმეორებითი კენჭისყრა ორ უპირატეს კანდიდატს შორის მოხდება.
მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ახალ კანდიდატზე მსჯელობა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორი თვისა უნდა დაიწყოს. საპატრიარქოში ყველა დაინტერესებულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა მათმა განცხადებებმა საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოიწვიოს.