პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა და თავდადებისა - მეუფე დიმიტრი

29 მარ 2026

პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა და თავდადებისა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე დიმიტრიმ, რომელიც ილია მეორის ძმისშვილია აღნიშნა, რომ მძიმეა ის ტკივილი და განცდა, რაც პატრიარქის გარდაცვალებამ გამოიწვია.

"მე ვიყავი 16 წლის, როცა მისი უწმინდესობა პატრიარქად აკურთხეს, სვეტიცხოველში გახლდით. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ უწმინდესის გვერდით გაიარა. უმნიშვნელოვანესი და მეტად მძიმეა ის ტკივილი, განცდა, რაც მე და არამარტო მე, უამრავ ადამიანს დაეუფლა. მივაცილებდით პატრიარქს მარადიულ ძვალთშესალაგში, სიონის საკათედრო ტაძარში, ვხედავდი ატირებულ, მგლოვიარე ადამიანებს და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, გრძნობა იმისა, რომ ის ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი, რომ შენი ოჯახის ნაწილია, მარტო შენი არ ყოფილა, ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა. პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.