საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს დაესწრებიან

28 მარ 2026

საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულებისა და რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით მოლაპარაკებებს დაესწრებიან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ აბდელატი ისლამაბადში კვირას ორდღიანი ვიზიტით ჩავლენ.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად საჭირო ნაბიჯებზე მსჯელობაა.

საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები პაკისტანის პრემიერ-მინისტრ, შეჰბაზ შარიფს შეხვდებიან.

როგორც პაკისტანის პრემიერი აცხადებს, ომის შესაჩერებლად, დიპლომატიურ დონეზე, პაკისტანი დიდ ძალისხმევას დებს.