28 მარ 2026
ვინ გახდება სრულიად საქართველოს რიგით 142-ე კათოლიკოს პატრიარქი - ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ეს კითხვა სულ უფრო აქტიურად ისმის. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს.
ამიტომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ურჩევს, სინოდის გადაწყვეტილებას დაელოდონ და პროცესს თვალი ადევნონ. ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო ანდერძზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ არსებობს და ამ თემაზე მსჯელობა უნდა შეწყდეს.