შეხვედრა სპორტის სამინისტროში

28 მარ 2026

სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე  შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF)  პრეზიდენტს, კერით ბრაუნს, შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში MMA-ს განვითარების პერსპექტივებს.
ასევე განიხილეს 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები.  სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი და შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრი მუჰამედ ქამბერი.
ცნობისთვის, საქართველომ 2025 წელს MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატი თბილისში 2026 და 2027 წლებშიც გაიმართება.