28 მარ 2026
რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა - ოთხკვირიანი პროგრამა სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ გაიარა. სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მომზადება, რომელიც მოიცავდა საპარაშუტო ხტომებს სხვადასხვა სიმაღლიდან. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გაიმართა.