აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

28 მარ 2026

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის. მრჩეველთა საბჭოს წარდგენა კახეთში გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. გაეცნენ როგორც აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობას, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.