სკრინინგის კამპანია გრძელდება

28 მარ 2026

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. გამოკვლევები ტარდება აჭარაშიც.    მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრო.
პაატა იმნაძე, ადგილზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც შეხვდნენ და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  
ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის - აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე. სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტურად მართვაში, თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.