28 მარ 2026
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ სიენენი ავრცელებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ შესაძლებელია რომ იარაღი გადაამისამართონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს.