ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე მიიტანა იერიში

28 მარ 2026

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ცენტრალურ ნაწილში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა ორი ადამიანი. ისრაელის მედიის ცნობით, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რომლის აფეთქების შედეგად პატარა ბომბები ფართო ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. მაშველების ცნობით, ირანის ბალისტიკური რაკეტის, სულ მცირე 6 მცირე ბომბი ჩავარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. გასული ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით რამდენიმე იერიში განახორციელა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.