28 მარ 2026
ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზას დაარტყა, სადაც ხელისუფლების განცხადებით აშშ-ის საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები და მათი ლოგისტიკური მხარდაჭერის ფლოტი წარმატებით გაანადგურეს. სააგენტო როიტერი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმის შედეგად 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ირანული მედიის ცნობით, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 84-ე ტალღის ფარგლებში თავდასხმა პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. ასევე ირანული მხარე აცხადებს, რომ თავდასხმის დროს ერთდროულად გამოიყენეს რაკეტები და უპილოტო აპარატები.