გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

28 მარ 2026

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 26 მარტს დააკავეს. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.