რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის 15 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

29 ოქტ 2025

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბის  თამაშზე დასწრების მსურველთათვის, 15 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  შტადლერის ტიპის  მატარებლის რეისს ამატებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: gr.com.ge-ზე; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.