ანსამბლი „ხულო" 40 წლისაა - საიუბილეო კონცერტი

27 მარ 2026

ანსამბლი „ხულო“ 40 წლისაა, ანსამბლის დაარსების დღის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, ღონისძიება  წუთიერი დუმილით დაიწყო, პატივი მიაგეს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას. ანსამბლი „ხულო“ 1985 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 40 წევრისგან შედგებოდა. 

მრავალწლიანი  საქმიანობის შედეგად, ანსამბლმა დაიმსახურა აჭარის სახალხო მომღერლის წოდება და მიენიჭა დამსახურებული სახალხო მომღერლის დიპლომი.

წლების განმავლობაში ანსამბლი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა და ფესტივალში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.