ბათუმის მუნიცპალურ ინსპექციას ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციები და ჯიხურები გააქვს

27 მარ 2026

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციები და ჯიხურების გატანა მიმდინარეობს. 

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მათ მიერ გატანილი კონსტრუქციები მერიის კუთვნილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდება.  

"უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებული სივრცის შექმნას",- აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.