26 მარ 2026
ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს , სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება კინომემკვიდრეობის მასშტაბური აღდგენა-გაციფრულება და მისი ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსება.