გივი მიქანაძე ხაშურში კოლეჯ „ქართლს" ეწვია

26 მარ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურში მდებარე პროფესიულ კოლეჯ  „ქართლს" ეწვია.

მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კოლეჯის მასწავლებლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.  

გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პროცესში პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას.