საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება - ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში

26 მარ 2026

ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, - აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობების, პოტენციალის გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობს.